|
ქვეყნად ერთი მოძმე მყავდა, დიდი ხანი მემსახურა, რომელ გზაზეც მატყუებდნენ - ჩემ მაგივრად მან იყურა.
დამიბრუნა, კვლავ დამხურა, მახვილივით პირში ეცა, ჩემი მტრები სულ გამურა.
ჩემი ძმობა არ ინებე, შენთვის წალკოტს ვაშენებდი, შენ კი წახველ, ეკალს ებე.
დღემდის ხელზედ მონად გებე, არც ფასდები, არც მაფასებ, მოდი, თავი დამანებე.
შამომწყრა და აღარ სწერავს. ხელში ვიღებ, ხმას აღარ მცემს, ჩემი სიტყვა აღარ სჯერავს. |
| პოეზიის გვერდი • • • |


