|
მე მიყვარხარ, გატყობ, შენ გეზარები, შორიდან მწვავ, ახლოს არ მეკარები, ცნობის დღიდან მიმიხურე კარები. გარე-გარე მთვრალი დავიარები.
პირჯვარს ვიწერ სალოცავად ანებზე, სევდის კლიტე დამიდვია კარებზე; რად არ მატყობ მწუხარებას თვალებზე.
სიყვარულთან განა დასამალი ვართ? კარგად იცი, ბოლოს წასავალი ვართ, შავ მიწაში ორივ ჩასავალი ვართ.
თუმც ვიცინი, მაინც გულში ვტირია, სწორედ ვიტყვი, არ შამირცხვეს პირია, სხვასთან იაფობ, ჩემთან გახდი ძვირია.
ქრისტიანი გამხდომიან თათრები, რო გიგონებ, ჯავრისაგანა ვთვრები, იეთიმ-გურჯი ბოლოს შენგან ჩავქრები. |
| პოეზიის გვერდი • • • |


