|
ვფიცავ მინას, ვფიცავ ღმერთსა, ვფიცავ ჩემ სამარის კარებს, შენზე მეტსა ჩემი გული ვეღარავის შეიყვარებს.
გავხვეულვარ სულმთლად ალებს, თუ მიშველი, ისევ შენა, თორემ სხვა ვინ შემიბრალებს.
გინდა მომჭერ ძირში ენა, რაც გსურს მიყავ, კარგად იყავ, მხოლოდ იცოცხლევი შენა.
გინდ გამიღონ ზეცის კარი, მიწის ზემოდან ჩემი ხარ და მიწის ქვეშ მეგობარი.
რად შაიქენ ჩემს მტანჯველად, ფრინველებს წერილს გავატან მაღლა ცაში საჩივლელად.
ერთხელ ღვთისკენ აიხედე, შაიბრალე იეთიმ-გურჯი, მის გულშიაც ჩაიხედე. |
| პოეზიის გვერდი • • • |


