კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 17:09

 

ახლა ჩემ ბედსა ვემდური,

გადამეკიდა ჭირადა,

არ იქნა ჩემი შავი დღე,

ვეღარ ვაქციე ლხინადა.


გარიყულ ნავად ვტივტივებ,

ვერავის ვერგე წილათა,

ბნელსა სარდაფში ვაგდივარ,

ლექსთა საწერსა ბინათა.


გორის პოლკომიც არ მიშვებს,

ჩავიდე დასაძინათა,

მაინც ხელობას არ ვიშლი,

ის ვარ, რაც ვიყავ წინათა.


არ ვუღალატებ ჩემ გზასა,

რასაც შევწირე თავია,

სოციალიზმის გზას მივფრინავ,

იქით მიჭირავს ნავია.


ნიჩაბი ჩემი ენაა,

კალამი კიდევ კავია,

ჩემ მუზას იქით მივყავარ,

ვერაგზით შამიკავია.


არც ზემოთ ბინას მაძლევენ,

არც მაყენებენ ძირშია,

კონტრ-რევოლუცნერი არა ვარ,

აქა ვარ გასაკვირშია.


წითელ შვილებსა ვუმღერი,

სიზმარში ვწერავ, ძილშია,

რატო არავინ არ მშველით,

ენა ვისა გაქვთ პირშია. 

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იეთიმ გურჯი  • • •   იეთიმ გურჯის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen