კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 18:50

 

უქმად რას ზიხარ, ძმობილო,

და რას შესცქერი სხვასაო,

ეს ხიდი საერთო არის,

რო აკეთებენ გზასაო.


იქ ჩაუყრიათ ძვალები

საძირკვლად ჩვენსა ძმასაო;

რამდენი მსხვერპლი მოუნდა

ამ საშინელსა გზასაო.


და ერთი ძვალიც რომ შენი

იქ მიემატოს ასსაო,

მეტი სიმაგრე ექნება

და დავამთავრებთ გზასაო.


სახელი ძეგლად დაგვრჩება,

ვიხსენვით მომავალსაო,

ჩვენსა ძმებსა და შვილებსა

თუ დავუტოვებთ გზასაო.


ქვეყნად ჭაობებს დავაშრობთ,

და მოვესწრებით ხსნასაო,

თავისუფლადაც გავივლით

არსად დავტოვებთ ხრამსაო.


დრო არი თვალი გააღო,

ნუ ედარები ბრმასაო,

საით მიდიან მშრომელნი,

შენც მიჰყე იმათ გზასაო.


მე შენ გიყვირებ, ძმობილო,

შენც გადაეცი სხვასაო,

რამდენიც ბევრი ვიქნებით -

მალე გავიყვანთ გზასაო.


მაშ, არ ჩამორჩე, ძმობილო,

და ნუ დაჰკარგავ ხმასაო,

გინდ მოკვდი, არ გადუხვიო

ჩვენსა დაწყებულ გზასაო.


ისმინე, ყური დაუგდე

იეთიმ-გურჯის თქმასაო,

თუ რომა გინდა ეღირსო

ახალ ცხოვრების გზასაო.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იეთიმ გურჯი  • • •   იეთიმ გურჯის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen