|
დილით მოვსწყვიტე ნორჩი ყვავილი, გაძრცვილი ღერო ძირს დაიხარა; არც საყვედური, არცა ჩივილი, დაიმსხვრა მხოლოდ ნამი ანკარა...
მოკვდა წუთისა თვით ტრფიალება; ყვავილი იგი, ჩემგან ვნებული, ფოთლებსა სწურავს... ვწუხ, მებრალება!
უღვთოდ შევმუსრე მშვენიერება; აწ ვის მოვსთხოვო ტრფობა-ალერსი, ან სად ვეძიო ბედნიერება?! |


