კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 13:39

 

აანთე ცეცხლი მეფეთ-მეფევ, გრძნობის უფალო,

დასწვი, დადაგე სამკაული ჩემის სულისა,

მოდი, მოფრინდი ოცნებაო თავისუფალო,

მითხარ სიმღერა უზენაეს სიყვარულისა!


გადავიაროთ ეს სოფელი ფერად ვარდებით,

ფერად სიმთ ჟღერით გადავლახოთ ბედის საზღვარი,

ჟამთ ბილიკები შემოვქარგოთ სხივთა ბლანდებით,

ფერად ჰანგებით უკვდავების შევთხზათ ზღაპარი.


მე ვერ ვპოულობ ნეტარებას სინამდვილეში,

სინამდვილეში გული ჩემი სევდით მკვდარია,

ბედნიერება არ მინახავს სიყმაწვილეში,

ჩემი სიცოცხლე მხოლოდ ტანჯვა, გლოვა-ზარია.


სად ვპოვო მადლი, სათნოების მცირე ნათელი?

წუთისოფელი ანგარების ვრცელი ბუდეა, -

მზე არ ანათებს, არ ციმციმებს რწმენის კანდელი,

კაცით-კაცამდის მიუალი ბნელი ზღუდეა...


კაცობრიობამ მზე დაჰკარგა პირველყოფილი,

თავისუფლება აღსასრულის ბოძს მიაჭედა,

მოკვდა სიმართლე ეკალ-ნარით შუბლშემკობილი

და აღსასრულის შავი ჯვარი არჭვია ზედა.


ლოდი ვინ დასძრას, ვინ აღახვოს ყოფნის საფლავი?

ვინ შეიყვაროს სამართალი, ჭეშმარიტება?

ბუნების პირმშო, ბრძოლის მეფე, რწმენის ვარსკვლავი -

ადამიანი სისხლში სცურავს, სისხლში ინთქება!


ახ, განმაშორე, განმაშორე ამ ჯოჯოხეთსა,

ეს გზა უვალი ეკლიანი, გადამატარე,

მე მსურს შევჩივლო ქვეყნის ბედი ოცნებათ ღმერთსა,

მე მსურს ვიხილო უკვდავების ნეტარი მხარე.


რაა სიცოცხლე, თუ არ ახლავს მცირე ნათელი?

ეჰ, დასწვი, დასწვი, დასწვი გული ფერად ჰანგებით,

მაინც ტანჯვაა ჩემი ყოფნა, ჩემი სახელი,

ჩემო სიცოცხლევ, მაინც ვიწვით და ვიტანჯებით.


ეგებ სოფელსა ჩაწვდეს ჩვენი საგალობელი,

ეგებ შევაშროთ ხალხს ცრემლისა ერთი მარცვალი,

ეგებ იწამონ სიყვარული შეუცნობელი

და ამოგლიჯონ მით გულიდან შური მტარვალი.


მეტი რა გინდა? ან რათ გვინდა ჩვენ სხვა დიდება,

ბედნიერება, ნეტარება და სიხარული?

თუ კაცთა შორის სიყვარული აღმობრწყინდება, -

მოდი ვიმღეროთ, სულ ვიმღეროთ ჩვენ სიყვარული.


და გავიაროთ ეს სოფელი ფერად ვარდებით,

ფერად სიმთ - ჟღერით გადავლახოთ ბედის საზღვარი,

ჟამთ ბილიკები შემოვქარგოთ სხივთა ბლანდებით,

ფერად ჰანგებით უკვდავების შევთხზათ ზღაპარი!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen