კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 17:51

 

რას გადმეკიდე, რა გინდა,

რას მერჩი, ბედო ტიალო,

ათასჯერ მომკალ და კიდევ

რათა გსურს გამატიალო?


გული არ მერჩის, ნუგეში,

სული წამებით მკვდარია,

ჩემი ყოფნა და ცხოვრება

მუდმივი გლოვა-ზარია.


სადაც-კი ბუდე ჩავიდგი,

ყოველგან კუბო დამხურე,

ნაღველი ღვინოთ შემასვი

და ცრემლზე სისხლი მაპკურე:


ვიშრომე - უქმად გამიქრე,

ვილოცე - ცოდვა მარგუნე,

სადაც - კი, წაველ - წამოველ

ყველგან უკუღმა მაბრუნე.


რჯულ-ძაღლო! მე თუნდ დამახრჩვე,

შემრთე უფსკრულის ტალღებსა,

ჩანგს ვინ ჩამოკრას ბრძოლისას,

ვინ უპატრონოს ბალღებსა?!


გინდა ყაჩაღად მაქციო?

ეს ხომ დაცემულთ სენია,

თორემ ცეცხლისა დანთება

მე შენზე უკეთ მშვენია!


გვერდს არ აგიხვევ ბრძოლაში,

ჩემი გზა პირდაპირია:

როდესაც გაუჭირდება,

პატარა ჭიაც გმირია!..


მაშ რა ვქნა? ჭმუნვით დამწვარი

გული ნაღველმა დალია,

შიმშილი, ტანჯვა, დაცემა,

გალია, მხოლოდ გალია!..


- ზიზღი შენ, გაუტანელო,

ბედო შავ - პირო, ტიალო!

- ზიზღი მე, თუ ეს მახვილი

შენვე არ დაგიტრიალო!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen