|
განწირულო, ცხოვრებას ოცნებანი არჩიე, ხეზე სჭრიდი ფრინველებს, ყვავილებს და არშიებს.
სოფლის სუფთა ღრუბელი, ბურბუშელის ჩანჩქერი და ლექსი დამღუპველი.
უბედურო ხარატო? არ იცოდი, ოცნება ხშირად გულსაც ღალატობს!
ბევრი ცრემლი სჭირდება? გადაგჩეხეს, დაგღუპეს, წითელგულა ჩიტებმა!
ჯეჯილების დარაჯი, რა ცახცახით დამიწდი დახეულ სუდარაში!
თქვენ სახელს ვინ გამთიშავს... მტვერიმც მომენატრება თქვენი ჩოხის კალთისა! |


