კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 15:35

 

ჭაღარა მნათემ დაიხვია თოკები მკლავზე, -

მყისვე სამრეკლო აგუგუნდა მრავალხმიანი.

გარეთ გამოდის ქალთა კრება ხალისიანი

და შუადღის მზე მათ გიზგიზით ადგება თავზე.


წითელი ქოლგით თავს იფარავს თეთრკაბიანი

და დაჰკრთის ფერი იმნაირი ღაწვებზე, თმაზე,

თითქოს ვარდისწყლით დაებანოს პირი მზიანი,

თითქოს ირმებთან იალაღი მოევლოს მთაზე.


როცა მივეცი მას სალამი მორიდებული,

მომესმა მისგან ხმამაღალი შორისდებული, -

ჩემი აქ ყოფნა ქალბატონმა როდი იცოდა.


ასე მეგონა ყველაფერი ცეცხლში იწოდა,

მეგონა გულზე ცეცხლი მქონდა მოკიდებული,

მარცხენა ხელი ღიმილით რომ გამომიწოდა!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen