კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 16:01

 

გაშალეთ სუფრა! მოიტათ ღვინო!

მე ვარ მოლხინე და არა ლოთი!

დასძახეთ, ძმებო, ჰიმნი სალხინო,

რომ დავიწყნარო ღელვა და შფოთი!


მინდა დავლიო ბოღმა და დარდი,

რომ აღარ ვყავდე მონად, მსახურად;

კახეთის ზვრებში თუ ვარ ნაზარდი,

უნდა ვლაღობდე კიდეც კახურად.


მოიტათ ყანწი. ვინც აქ თავს იქებს,

მსურს გამოვცადო, შევება სმაში!

აბა, ერთხელაც დაჰკოცნეთ ჭიქებს! - 

იწყება ჯამის ხელში თამაში!


ჰო, ეგრე, ეგრე! გაამოთ ხალხო!

ნურც დაგხურვიათ მარნების კარი!

შაბაშ, ვინც ეხლა ეშხით დასძახოს

და გრძნობის ცეცხლით დაფერფლოს თარი!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - გიორგი ქუჩიშვილი  • • •   გიორგი ქუჩიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen