კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 15:51

 

მწიფე ყურძენში ქარვა ჩადგება

და ტყე ფარჩებში დაიმალება.

გადაიქუნებს და გაჩაღდება

ყვითელ ოქტომბრის ფერისცვალება.


მოულოდნელად შავი გედები

აიშლებიან მოგონებაში...

შევალ ოთახში, ჩავიკეტები

და სულს გადვისრვი ცეცხლის ემბაზში.


ნისლის მორევში ჩაწვება თვალი. 

სევდა მწარეა და მე მარტო ვარ, -

მომეჩვენება მწუხარე ქალი,

ვისაც ვუყვარდი და მიმატოვა...


დახუჭულ თვალებს არ მოშორდება

ქალის სინაზე და ბრწყინვალება,

და მეასეჯერ განმეორდება

შხამ-დანთხეული სულის წვალება.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ალექსანდრე აბაშელი  • • •   ალექსანდრე აბაშელის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen