კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 14:53

 

მე სულ გარეთ ვარ ქარის ოხვრა და წვალებაზე

და ვამბობ:

ღმერთო, შენ უშველე ყველა უბედურს,

და ჩემი სული ავადმყოფი და ცვალებადი 

ეძებს დამალულ სიხალისეს და ალერსს დედურს.


და ყოველ წუთში, ყოველ ჯავრის გადატანაზე 

ჩემთან ჩემივე ლანდის გარდა არავინ არი.

ო, რამდენია უბედური ამ ქვეყანაზე,

ო, რამდენია ნატეხები მზისა და ქარის.


მაგრამ უფსკრული ვერ ივსება გაუმაძღარი… 

სამსხვერპლოები განწირულთა სულებს ელიან; 

ინგრევა წმინდა იმედების თეთრი ტაძარი, 

ბერდება ჟამი და მიზანი აუხსნელია.


თოვლში რომ ჩაწვა სიხარული და ჩაიყინა, 

ფიქრი რად მოკვდა ქარიშხლიან სითამამეში? 

სული ცივია. სული მძიმე ვით შავი რკინა. 

ვარ ჩარჩენილი მე - გაუვალ შუაღამეში.


ეხლა ღამეა ჩემი ბინა და საპყრობილე.

ღამის სიმაღლე ჩემი სულის ნაღველს ედრება. 

უბედურთათვის აქ ვლოცულობ ხელ აპყრობილი,

მაგრამ ღმერთებმა არ ისმინეს ჩემი ვედრება.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen