კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 21:26

 

გამოვიღვიძე... - რაჯნაშივით ყოფის  რულიდან... 

წელთ ფოთოლცვენას გაეძარცვა  დროთა ვერხვები.... .

ისე მისხლტები ტყვიასავით, თითქოს ლულიდან..

რომ შორეული ფიქრითაც კი ვეღარ გეხები...


თუმც, სულ თან დამსდევს შენთან ყოფნის ურჩი აჩრდილი...

ვერ და ვერ დავთმე შენი ხიბლის შმაგი ბუნება...

და ის სიცხადე სიზმარივით შენში განცდილი...

ნეტავ შემეძლოს იმ ცარგვალის შემობრუნება!...


ზაფხულის ღამის ჩუმი ტანგო მთვარის ციალში...

ხმელ ბალახებში ჭრიჭინების გაბმული მღერა.. 

ცელქი ქარისგან გადაწოლილ შამბნარ-ლეანში...

გაყუჩებული ბეღურების გულების ძგერა...


ხის აივნიდან მეოცნებე ჭრელკაბა გოგო...

ვარსკვლავებს შორის მოთამაშე ნაზი თოლია...

- სად გაქრა მისი სილამაზე?!... - რატომ ან როგორ?!...

თუ, დრომ წამიერ  მირაჟივით გაიყოლია!...


დეკემბრის ჭირხლი რად დაეტყო მის თმის კულულებს?!...

ან რად გაუჩნდა შიშნარევი მის ფიქრებს ბზარი?!...                     

გამოცდილება დაუგროვდა სიბრძნის ბულულებს...

თუმც, კითხვის ნიშანს დაემსგავსა ცხოვრების კარი...


ჰო... - დღე ბერდება ... და ზღაპრიდან ვხედავ მიდიხარ... 

გთხოვ, არ გამიშვა  ჯადოსნური შენი მკლავები...

შენ, შეიძლება წლებთან ერთად მართლაც  დიდი ხარ...

მაგრამ, - რა ვქნა, რომ მე სულ უფრო, მეცოტავები!..

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen