კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 21:24

 

ბავშვურ ოცნებებს, ისე მივსდევ შევერცხლილ თმებით...

როგორც გოგონა ფერად ბუშტებს... - გაფრენილს ქარში...

სექტემბრის დილა გვირგვინს იწნავს მზის სხივთა თმებით...

და ფოთოლცვენას წერილივით მიტოვებს კარში...


გადამფრენ ფრინველთ მწყობრი გუნდი ცას სერავს ამბად...

უკან მიჰყვება აჭრელებულ ღრუბელთა წყება...

ემიგრანტებთან განშორებას წააგავს ალბათ...

გზას, რომ ულოცავ და თან გული, - ძალიან გწყდება!..


ძნელია, როცა შორს მიდიხარ... - უცხო მხარეში...

როცა დატოვე მშობლიური, პატარა კერა...

მაინც იმედი, რომ გეღვრება წყლიან თვალებში...

ვინ იცის, როდის დაბრუნდები?... - ან, იქნებ... - ვერა!..


მე კი აქ ვდგავარ და ვოცნებობ შევერცხლილ ფრთებით...

ვხედავ, გოგონა ბუშტებს მისდევს... - გაფრენილს ქარში...

სექტემბრის დილა გვირგვინს იწნავს მზის სხივთა თმებით...

და ფოთოლცვენას წერილივით მიტოვებს კარში...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen