კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 23:22

 

მინდა გითხრა, რომ ისევ ისე ათოვს აპრილებს...

და ისევ ისე გაგიჟებით ყვავილობს ნუში...

ჟამის წამზომშიც ისე მივსდევ დროის ნაპირებს...

როგორც ცხვრის ფარას შერჩენილი ეული თუში...


გონის საცავში თმაშევერცხლილ წლებს ვიკრებ მთხრობლად...

და ფრთამოტეხილ ფუჭ ოცნებებს აცილებს ქარი...

სადღაცას ახლაც პატრუქივით ქანაობს ობლად...

ჩამომჭკნარ იმედს შეკიდული ლოდინის კარი...


ისევ ისევე ეყინება ზამთარი დღეებს...

- თან, რა ლამაზად მოფარფატებს  ფანტელთა ფენა!..

მუნჯად შევყურებ თეთრ ზღაპარში  გახვეულ  ხეებს...

და მეც ბავშვივით ფანტელივით მინდება ფრენა...


მინდა ავფრინდე მეც ჩიტივით ძალიან მაღლა...

იქ, სადაც მოსჩანს  ნატვრისფერი ოცნების მთები...

თუმც, მეუფლება უცნაური, ნატკენი დაღლა...

და მახსენდება, რომ ოდესღაც დავკარგე ფრთები...


რომ წამებს გაჰყვა სიყმაწვილე, შარმით ნაფერი...

რადგან დაეშვა წუთისოფლის გამყოფი ფარდა...

და აღარ დამრჩა იმ წლებიდან სხვა არაფერი...

მოგონებებში გაბნეული ნატვრების გარდა...


ჰო...  დღე ილევა, მაგრამ შუქი ნაკვალევს სტოვებს...

როგორც მზის სხივი ირეკლება პატარა რუში...

მე კი კვლავ ვეტრფი იასამნის სევდისფერ რტოებს...

და ჩამოთოვილ ნაზ აპრილებს ვიხუტებ გულში!..

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen