კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 22:33

 

რა დროს დაღლა არის კვირტთა ალიონზე?!.

ბაღებს გაზაფხულის ჟინი მორევია...

ქარი  მზეს უკიდებს აპრილს ყალიონზე...

- ვინ თქვა დაბერდაო?!..

- მხოლოდ ჭორებია!..


- შეხე!.. - პატარძლობენ გზებზე ალუჩები...

ბუდე მოუქარგავთ მათზე ჩიტბატონებს...

დარდს, თუ გულს მისცემ და მძევლად  დაურჩები...

როგორც "ვუდუს" მონას, ისე გიბატონებს!...


შარმსაც დრო წაიღებს ბინდით დანაფერი...

იმედს გადაფარავს ჭირხლი ზამთრის მთიდან...

- თუ არ გაგახარებს ქვეყნად არაფერი...

- აბა, ეს სიცოცხლე,  მითხარ, რისთვის გინდა?!.


- წამო... - ჟამის ზღურბლზე შევხვდეთ მზის ამოსვლას...

ბავშვურ ოცნებებში ფრენა გავიხსენოთ...

და თუ  "მზის  ჩასვლამდე" შევძლებთ "დღის" გამოცლას...

მაშინ, იცოდე, რომ დაღლა არ მიხსენო!...


რა დროს დაღლა არის კვირტთა ალიონზე?!..

ბაღებს გაზაფხულის ჟინი მორევია...

ქარი მზეს უკიდებს აპრილს ყალიონზე...

- ვინ თქვა დაბერდაო?!... 

- მხოლოდ  ჭორებია!...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen