კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 22:59

 

მე სუნთქვით გგრძნობ! ხელით ვერა.

გულით გხედავ, - თვალით ვერა.

შენთვის სული შთამებერა

მომინდა და, - ვერ შევძელი,

უცებ, ქარმა დაუბერა.


შენი ბაღის, - ჩემი ხილი.

ჩემი მძივის, - შენი ასხმა,

შენს სიზმარში, - ჩემი ძილი

და ფიქრების ისევ თავსხმა.


ჩემი წიგნის, - შენი გმირი.

შენი გემის, - ჩემი ღუზა.

ჩემი პალტოს, - შენი ღილი,

ისევ მსუსხავს, ეს მედუზა.


შენი თვალის, - ჩემი თვლემა.

ორი წინდა, - ისიც მწვანე.

ჩვენს გარშემო მთელი სივრცე,

ყაყაჩოსფრად გავამწვანე!


ჩემი სახლის, - შენი კარი.

შენი გულის, - ჩემი ფეთქვა.

ჩემი ხმა და შენი ქნარი

და, - ნუშების აფეთქება.


ჩემი ბაგის, - შენი კოცნა.

შენი ლექსის, - ჩემი სტროფი.

ჩემი ღვინის, - შენი ბოცა,

ზღვარზე ვდგევარ, - კატასტროფის.


ჩემი კაბის ჭრელი ბოლო.

შენი ფრთების, - ჩემი ფრენა.

ტალღებაკაპიწებული

ზღვის ნაპირზე, - აღმაფრენა.


შენი ნაკვთის, - ჩემი კრთომა.

თევზი ჩემი, - შენი ბადე.

თაფლისფერი თვალებიდან

ცრემლისფერად დაგებადე.


შენი ეზოს, - ჩემი ღობე.

თიხის თასი, - გრძნობით სავსე.

... და ჩემს სიმზე, - შენი თითი!

ყველა ნოტი გრძნობით მავსებს.

ჩვენი სახლი. სახლზე კიბე.


კიბეზე ვთვლით ღამე ფიქრებს.

უსარგებლო ფოსტის ყუთი, -

ცარიელი, ხან კი სავსე.

ჩვენს ეზოში ღიმილს ვუვლი

და წყალს ვუსხავ, - ყოველ ღამე,

რომ არასდროს არ დაჭკნეს და

არასოდეს, გადახუნდეს.


არცერთ კუთხეს არ ამშვენებს

ჭრელაჭრულა სურათები.

არ მჭირდება! მე ისედაც, -

შენ თვალებით გიმახსოვრებ!

ანკარა წყლის ერთი პეშვი.


მოწყვეტილი იის ფასად

შეგროვილი, - ერთი გროში.

დამსხვრეული ბროლის ქოში.

ჩვენს კარებზე დიდი აბრა, -

"ფრთხილად ღამე დამეღვარა"!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen