კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 01:43

 

ცომის გუნდას ჩამოჰგავს, 

ერთი ციცქნა ბავშვია,

მაგრამ ცოტა ჯიუტი,

თავნება და თვალღია.


ამბობს: „ნეტა მეომარს 

როდის დავემგვანები, 

რომ მეც ტანზე ავისხა 

ხანჯლები და დანები!“


და თუ დანა იხელთა -

დიდხანს არ აგვიანებს - 

ჩხირს იპოვის ან ნაფოტს, 

თლის და ანაგვიანებს.


ვეუბნები: „ეგ დანა 

პირბასრი და მჭრელია, 

აჰა, შვილო, ნამცხვარი, 

ეგ რა დასაჭრელია?“


მაგრამ განა გამიგებს? 

უჯიათი, კერპია -

აი, ახლაც მობობღავს, 

ფიჩხი აუკრეფია...


როცა დანას ვუმალავ, 

ხელად მოეწყინება, 

თუ იპოვის - სახეზე 

სხივი მოეფინება.


მე ამნაირ ბავშვისა 

სულ არა ვარ მნახველი. 

ვყვირი: „დანა უჭირავს!“

ვყვირი: „საით წახველი!“


დღეს ფარდასაც ეძგერა,

გაუსვა და გახია,

მაგრამ ხელის გაიჭრა,

არ შევუხვევ... ახია!

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ გრიშაშვილი  • • •   იოსებ გრიშაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen