|
ნათელს ბროლის სერვიზები ელვარე მზის ნატრობენ. მწვანე მეჩეთს დერვიშები მწვანე ლოცვით ათრობენ.
გადაზნექილ ჰოი, ალს. ათოვს ცისფერ როიალებს, ცივა მწვანე როიალს.
ელი სეზონს ხავერდის. ცვლის მუსიკას ბოროდინის ლირიული ხმა ვერდის.
მლოცველია ლირი მზით. ჰერას თეთრი მიმოზები ნათელს ჰფენენ ლირიზმით.
მოიგონე შენ დელი. ღამის ცისფერ მოლანდებებს ცისფრად ხატავს ჰენდელი. |


