|
საგრძნობია გარეთ სითბო, გაზაფხულდა, ეკა! ქაშუეთის ზარებს თვითონ მამა ღმერთი რეკავს -
მოელვარე გუმბათს, ასე ტკბილი, მთებს სიმღერა არასოდეს უთქვამს!
საადრეო ატმებს, ეკა, ასეთ ნეტარებას განიცდიდი სადმე?
ჰქრის მსუბუქი სიო, ანგელოსის ადგას მზერა: მამადავითს, სიონს.
საარაკოს მართლაც. ჰგავს თბილისი აზვირთებულ ოკეანის ტალღას.
მამაღმერთი რეკავს, საგრძნობია გარეთ სითბო, გაზაფხულდა, ეკა! |


