|
რად მეკითხები, ვინა ვარ, ასე რამ გაგაგულისა, გეტყვი, სუნთქვა ვარ უბადლო მთების სპეტაკი გულისა;
პირველი გაზაფხულისა; ბელტი ვარ დედასამშობლოს ნაყოფიერი ხნულისა;
სიცოცხლე - სიხარულისა; დაუწერელი ლექსი ვარ ძმობის და სიყვარულისა.
ან თოვლის ერთი ფანტელი, ამაფარფატებს ოდესღაც ჟამთასვლის კორიანტელი;
როგორც სამხვეწრო სანთელი. ბევრს ვიტყვი ტკბილსა და მწარეს, ბევრიც დამრჩება სათქმელი. |


