კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 21:50

 

დღის სიხარული მესტუმრება მწვანე ქოშებით, 

ალვის კენწეროს გასცილდება ოცნებათ სიგრძე. 

გაქრება დარდი სიკვდილისგან ნაფეშქეშები, 

და გახარების ამოსუნთქვა ამაყად ვიგრძენ.


სადღეგრძელოსთვის აივსება ღვინით ყანწები, 

აზარფეშები დაათრობენ მხიარულ თითებს, 

ძვირფას პროფილის სურნელებით დავიქანცები 

ატეხილ კოცნებს ვათქმევინებ მე ახალ მითებს.


მწიფე ყურძნებით თავს მოვუბამ პატარა კალათს 

ხეს შევაქანებ მოვარდება ატმების წვიმა, 

ტანს სიხარული შემოევლო ბედნიერ რკალად, 

და მე ჯანსაღი, ვით შუადღე, დავუცდი იმას.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნინო თარიშვილი  • • •   ნინო თარიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen