|
- შენ რამდენი ტკბილი წამი გქონია? - რამდენიც შენ ჩემი ცრემლი გინახავს. - შენი ცრემლი სულ არ გამიგონია! - ყველას შენი სიკვდილისთვის ვინახავ. - მე რას მერჩი, მითხარ შენი რა მმართებს? - რა გმართებს და რაც შენ სხვა ჩაგკონვია. - ვეღარ მივხვდი, როდის ამბობ სიმართლეს? - მუდამ, როცა შენ ტყუილი გგონია! |


