|
(სურათი)
მოულოდნელად გამოირთო სოფელში შუქი; ჩაიძირა არემარე, გაიძრა ბნელში... ხელისცეცებით, კედელ-კედელ გავაღე კარი, დაჟინებით ჩავხედე წყვდიადს და ვიგრძენი: ფოტოგრაფს რომ ამოჰყავს ხოლმე რბილი ხაზები უხილავი სიღრმეებიდან - ამოიზარდა ირგვლივეთი თვალთა გუგებში. თანდათანობით, თანდათანობით, თანდათანობით შევაჩვიეთ თვალი სიბნელეს. |


