კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 17:07

 

მორჩა. ვერავინ ვეღარ დამიშლის,

ვერ შემიბორკავს გზას ვეღარავინ, 

მეყო ამდენი ფუსფუს-ჩალიჩი, 

უნდა ავშალო ჩემი კარავი!


უნდა დავტოვო დახშული ქვაბი, 

სულ მოზუზუნე ფუტკრის სკასავით. 

სავსე უამრავ ჭორით და ამბით, 

სავსე შეტრუსულ ფრთების სავსავით.


როგორმე უნდა გავგლიჯო ძალით 

მჭიდროდ ნაქსოვი მისი ფაცერი, 

რომ წამით მაინც ავუხსნა თვალი 

სიმღერებს მარტის თოვლზე დაწერილს...


მივდივარ, მაგრამ საით, არ ვიცი, 

არც სხვა არ ვიცი ამის გამგები: 

იქ ვინ მიმელის, აქ ვინ დამიცდის,

როს ხვალის ნისლში ჩავიკარგები?


მაინც მივდივარ, მაინც გავძახებ

ბურუსს მომავლის გზებზე მოწოლილს... 

ასე შვებით და შიშით ცახცახებს

ხეს შერჩენილი ბოლო ფოთოლი.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen