კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 14:45

 

ღიაა ქალაქის შვიდივე კარი. 

არსად ჩანს ლაშქარი ქალაქის მცველი...

ბეტონის კალაპოტს მიარღვევს მტკვარი,

დამსხვრეულ ტალღებით, დალეწილ წელით.


დიან მანქანებიც უწყვეტად. ჯოგად.

„ფიქრთ განსაქარველი“ აქ არსად არ არის. 

შედედდა ფიქრი. ქალაქი ბორგავს -

კვამლის და სმოგის ვეება კარავი.


ჩამქრალა ზეცის „ლაჟვარდი კამარა“, 

აღარ ილანდება მტკვრის მღვრიე ზვირთში... 

წარსულზეც, აწმყოზეც ფიქრები კმარა, 

კარებთან მომდგარა მომავლის შიში!


სული ვერ მოუთქვამს ბალახს და ფოთოლს, 

ჩამჭკნარა მდელო ჭვარტლში და მტვერში. 

პატარა ნერგი, ვით ბავშვი თოთო, 

უმწეოდ მოსთქვამს გზისპირა სკვერში.


ძველია რითმები: სკვერი და მტვერი 

ძველია ტკივილი ცრემლივით ძველი.

ბუზღუნებს მდინარე, ძველებურს მღერის

დამსხვრეულ ტალღებით, დალეწილ წელით.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen