|
მაისი ტანზე თეთრად მიმათოვს, მთენთავი სუნი ექნებათ კორდებს, ისეთი რამე უნდა ვინატრო, - ახდენის ცოტა იმედი მქონდეს.
და აელვებულ ცისკრებით თოვდეს, ამგვარად სცემდეს ტრფობა საფეთქლებს და ქარი ამგვარ სიგიჟით ჰქროდეს.
სული სიცხიან ბავშვივით თრთოდეს, გრიგალმა ჩვენში დაიბინადროს და სივრცე ლამაზ ოცნებად გვფლობდეს...
ახდენის ცოტა იმედი მქონდეს... |


