|
ვისი ცოდვაა ჩემს დღეებს რომ ლანდივით მოსდევს? ვისი მზერაა იდუმალი, მოუცილები, ნაბიჯს რომ მირევს, მებორკება ფეხში ჯაგივით? რა შხამია დალექილი ჩემს ბებერ სისხლში? ვის ღვარძლიან მოსავალს ვიმკი, რომელ წინაპრის, რომელ დროის, რომელ თაობის? ჩავყურებ წარსულს ბნელით სავსე უძირო ნაპრალს და ვგრძნობ: თანდათან ფსკერი როგორ ამოდის მაღლა, ხავერდოვანი, ხავსიანი, ფიანდაზად მეგება ფერხთით... ვინ, ვინ მომძებნის მეც ასევე ათას წლის მერე? ვის გზა-კვალს ავრევ. ვის სიხარულს ავეფარები ჩემი ცხოვრების ცთომილიან გზების წყალობით? |


