|
ყამარ! ახლა უკვე სამარე, ჩემს სამარესთან შენ თმას არ გაშლი, გადაიარა მზემ ცის კამარა, და მთების მიღმა ჩადის განგაშით... მხოლოდ ხსოვნა ვერ დავასამარე, დამნაშავე ვარ ალბათ ამაშიც.
ეს გაცოცხლება ძველი ელდების, სამგლოვიარო რეკენ ზარები, მზეო, ჩადიხარ, ცაო, ბნელდები, გულო, მიგყვება ძველი ბზარები და სიყვარული გასანედლები. |


