|
ნაკადულმა პატარამ მთიდან ჩამოირბინა, უკან ჩამოიტოვა სათიბები ბიბინა. უზარმაზარ ლოდებზე ასკინკილით იხტუნა, უღრან ტყეში შევიდა, ჩრდილი გადაიხურა, დაარწყულა შვლის ნუკრი და ბაქია დიდყურა. გზა-გზა მთელი სიკეთე გასცა დაუნანებლად. და მდინარის დინებას უხმაუროდ დანებდა. |


