|
სავსე დარბაზებს ტაშს ვერ მოსწყვეტ ჩემო სტრიქონო, ვერ იხმამაღლებ, და ვერც გულში ჟრჟოლად გაივლი და რომც შეგეძლოს, აბა თავი რით მოვიწონოთ, ბაღის ვარდებთან როგორ მოვა მინდვრის ყვავილი?
სხვაგვარია ახლა მაზანდა, შენთვის ხარ ჩუმად, თვალში არვის არ ეჩხირები. ფიცი და მტკიცი ახლა ისე ავად აზვავდა, რომ გაჰკივიან უკვე ბუკით და საყვირებით.
შენი უხმო, წრფელი ჩურჩული? ვინ გაიგონებს ამ უაზრო გაგანიაში? შარას მიჰყვება გლეხის ბიჭი მზით გარუჯული და ქართლის გზებზე შვებას ეძებს მხოლოდ ნიავში. |


