|
ისე ავარდნენ ქარები ცივი. სალამი ქარებს, ზამთრის მაცნეთა. კვლავ აწკრიალდა ყინვაში სხივი - გათოშილ მთვარის სასოწარკვეთა...
რომ უძრაობას ხელი დარიოს, იყოს ცოცხალი და არა მკვდარი, რომ სტრიქონები არივ-დარიოს.
გადაიყოლოს დასაკარგავში, რომ მდუმარება შემოყინული კვლავაც დაბზაროს ზარმა განგაშის!..
გამოაღვიძოს მისმა ღაღადმა... როგორ შევიძლო, როგორ შევიძლო, როგორ შევიძლო ქარის დახატვა?! |


