კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 03:23

 

მიყვარხარ, -

ასე თუ დავიწყებ

ცამდე მართალი

ვიქნები ღმერთთან, შენთან, ჩემთან,

ვარდისფერ გზასთან, -

გავლილთან, ანდა გასავლელთან,

თუნდაც დავთარი

მერე-ოდესმე, ამერიოს -

დაგკარგო სადღაც.

სადმე, როგორღაც, დამივარდე პალტოს ღილივით,

და იანვარში გავიყინო მკერდგაღეღილი,

ტუჩის კუთხესთან შერჩენილი მკრთალი ღიმილი

იქნება შენი.

იქნება შენი.

თუნდაც გემივით, -

მოყოლილი შტორმში გემივით -

წავიქცე ფსკერზე.

არ შეგებრალო!

მიყვარხარ და,

როგორც დევნილი

ვივლი ქარში და, ციცაბოზე ავივლი,

მენდე.

როგორ ქვიშების კარიერში გაჭრილი შლეგი,

სავსე მთვარისას რომ ხელდება,

და არეული

ვივლი დაღლამდე.

ვიღიღინებ, როგორც კლდის ექო,

ნაპრალებიდან მოჩურჩულე ჩქამი.

რვეული

ახლა ისეთი შენგვარია და ლექსიც - შენი,

რომ მხოლოდ ასე შემიძლია გითხრა -

მიყვარხარ!

შავი დეიდა სეზარიაც როგორღაც მღერის,

ვეჭვობ, უთუოდ ნასვამია,

ჩემსავით, ახლა...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მიხეილ ქვლივიძე  • • •   მიხეილ ქვლივიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen