|
მე მიყვარს შენი დაღლილი სახე, შენი ცრემლებით სავსე ცხოვრება. გეჩვევი, მაგრამ ვერასდროს გახებ თითებზე თითებს აუთრთოლებლად.
დაბადებიდან ვებრძვი იმ ხილვებს, ბავშვობისას რომ მატკინეს სული, რომ შეამჩნიე და შემიხვიე...
ვერაფრით გწამლობ ჩემში შემოშლილს (მე რომ თვალები მეხილა შენი, უნდა მეცხოვრა საქართველოში).
მაგრამ მიყვარდი, თუნდაც იმიტომ, არ შეუშინდი სულიერ წარღვნას და მომიტანე ზეთისხილის რტო.
ეს ჩემი სული - ცხელი საჰარა, მაგრამ სხეულის ყოველი კენჭი შენს წრფელ სიყვარულს ეტაჯმაჰალა! |
| პოეზიის გვერდი • • • |


