|
შენ ვერ გაიგებ, შავო მოცხარო, ვის როგორ კაწრავს სული ჯებირებს, ის არც კატაა - ყურთან მოფხანო, აკრუტუნდეს და წამონებივრდეს.
და ზოგჯერ სულსაც სული ელევა. ხანდახან ასდის სუნი სამარის, ხან გაზაფხულის აქვს სურნელება.
ახლა არ მიწვავს თვალებს ნაცარი და ამწვანებულ ველზე ნახარებს, გადაგაწყდი და ძვლები გამშრალი შენს მკვახე ჩრდილქვეშ წამოვახვავე.
თუ მზე სხივებად დაგეზოლება, სულ არ გაღელვებს, რომ ამ მინდვრების იქით იწყება სულ სხვა ცხოვრება.
და მათი ვნება ისე დიდია, არ ესმით, მაგრამ იმდენს ლაყბობენ, რომ ენა ლამის ზურგზე ჰკიდიათ.
სარგებლობ ქვეყნად ყოფნის უფლებით... სიმართლე რომ ვთქვა, მე შენ კი არა, უბრალოდ, ჩემ თავს ვესაუბრები.
და მარტოობით დაღლილს ესოდენ, არ გესმის, მაგრამ ჩუმად მაინც ხარ, ეს რამდენს ნიშნავს... ნეტავ, გესმოდეს... |
| პოეზიის გვერდი • • • |


