კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 16:35

 

ალბათ, უბნებს აჭრელებულს ქალაქური ამბებით,

ახსოვს ჩემი მოხატული დუქნები და აბრები.

ხან უბრალო ტილოს ვრთავდი ჩემეული ფერებით.

და ვხატავდი სიყვარულით, მაგრამ სვენებ-სვენებით.

ვხატავდი და ნიჭს მიქებდნენ ქამრიანი ბიჭები,

ვხატავდი და მარჯვენა ხელს მარცხენათი ვიჭერდი,

ვხატავდი და მუდამ შეშლილ დროსთან მსურდა მედავა,

ის კი ისევ გარბოდა და უკანმოუხედავად

მიჰყვებოდნენ ფაიტონებს თბილისური დღეები

და ქვითინით აცილებდნენ ძველი მეზურნეები.

მაგრამ, გულო, ყველა დროსთან დავრჩით ცამდე მართლები

და ღამეებს მიტოვებულ სარდაფში რომ ვათევდით,

გახსოვს? ბნელში ფუნჯს მივწვდი და ბედმა სწორედ იმავ დროს

მკრა ხელები და ფიცრების სასთუმალზე მიმაგდო.

თავს ამაოდ ვუმტკიცებდი, რომ სიცოცხლე მიყვარდა,

ერთი ჭიქა ღვინო მსურდა, ერთად-ერთი ჭიქა და

არც არავის ესმოდა და არც უკვირდა გონებას,

მარტო ვიყავ, მარტოობა იყო ჩემი ცხოვრება.

ბოლოს ვიღაც ნაცნობი ხმით მამშვიდებდა შორიდან,

ეს სიკვდილის ხმა ყოფილა, ჰოდა, ისიც მოვიდა.

ვწევარ ახლა შავ მიწაში, ტანს ვასვენებ სისხლიანს,

მერე რა, რომ დღემდე ჩემი საფლავი არ იციან,

არ მადარდებს წლების აზრი, სხვა მიზნებით გართული,

მთავარია, მკერდზე მიწა რომ მაყრია - ქართული.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ედუარდ უგულავა  • • •   ედუარდ უგულავას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen