კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 13:31

 

შენ წარსულს ძვირფას მძივად შეები

და უცნაური ძალით ვღონდები,

როს შორი მთების სილურჯეები

ივსება თეთრი ირმის ჯოგებით.


ეს ბებერი მზე ჩამდის გუგებში

და ვუცქერ ირმებს მაღალრქებიანთ,

რომლებიც სისხლით მოსვრილ ზურგებით

ბარში ბღავილით იფანტებიან.


ასე იღვიძებს წყევლა ნამდვილი,

ვსუნთქავ სიმძაფრის ნაცნობ არომატს,

თითქოს დამბაჩა არგავარდნილი

საფეთქელიდან თრთოლვით ჩამომაქვს.


კვლავ ჩემი სულის დასჯას ვესწრები,

რომელიც ასე მწარედ გაროზგეს

და მოწითალო თოვლის ზეწრები

შრიალებს სოფლის სასაფლაოზე.


ნაძვები ყორნებს ისხამს გირჩებად

და შემოსილებს შავი სამოსით,

რატომღაც უკვე ხმა ეხლიჩებათ

და ხორხებიდან ხსენი ამოსდით.


ქარი გადარბის თოვლზე კივილით,

უკაწრავს სახეს დღეებს წინანდელს.

აშლილ ნერვებში ძვრება ტკივილი

და ჩადის ძვლამდე თუ ძვლის ტვინამდე.


უკვე ვერ ვიყოფთ ზიარ სარეცელს:

მონა ღვთისა და უფლის მხევალი.

ვინც მავსებდა და ახლაც დავეძებ,

ჩემ წინ მარხიხარ - ის ნახევარი.


და უჩემობა ღმერთმა გაშოროს,

მე უშენობა წყევლად გამყვება.

რა სხვანაირი არის სამშობლო,

როცა შენ უკვე არ ხარ ამქვეყნად!..


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ედუარდ უგულავა  • • •   ედუარდ უგულავას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen