|
რა უცნაური შეგრძნება არის, ერთხელ გახედა სივრცეს ჯიქურად, დროებით ვერც მან მოხურა კარი და სამუდამოდ გამოიხურა.
და, ალბათ, მისიც უნდა მესმოდეს, როს ყელში სევდის ბურთულაგაჩრილს მიაქვს იმედი ბოლო მეზობელს.
და ასდის სოფელს სუნი სამარის - მამლის ყივილი და ყეფა ძაღლის სხვის ეზოებში აღარ გადარბის.
მაგრამ დუმილი წამსვე აობებს. სოფლის წყაროსთან ქალები სოფლის არ სხდებიან და არ ჭორაობენ.
და სინანული კვებავს ისევე. ახლა უბეებს ცელქი ბავშვები მოპარულ ხილით აღარ ივსებენ.
რა ამოავსებს ამ დიდ დანაკლისს. არ დარჩა ქალაქს იმედი სოფლის და, მით უმეტეს, სოფელს - ქალაქის.
და უხილავი წყდება სიმები... გადაავიწყდა ღიმილი ჩემ ცოლს, მეც, რა ხანია, არ ვიღიმები.
თვალებში ცრემლი დგება ადვილად. კვლავ იმ ტალახს ვზელ, რომელსაც ვზელდი და სოფლის მთავარ გზაზე გავდივარ.
გულს ეს ხმაური ძგერად უღირდა: ჩემი სახლიდან ბავშვის ხმა ისმის, ამოდის კვამლი ჩემი ბუხრიდან... |
| პოეზიის გვერდი • • • |


