|
მამაციც თმობს და ლაჩარიც ბედავს, თავის ნაკლი აქვს ასლსა და დედანს, დღე კარგად ხედავს და ცუდად ესმის, ღამეს კი ესმის და ცუდად ხედავს.
ვერ ავუდივარ ფიქრებს და ლანდებს, თან ისეთ რამეს ვისმენ და ვხედავ, კვლავ გულს ვუჯერებ - რა უნდა მწამდეს.
ყოველგვარ სურვილს მიფრთხობს და წონის და თუ არ ვიცი, სად გადის ზღვარი ირეალურს და რეალურს შორის,
ყოველღამ ვეძებ საწოლს და ბინას და რომ ვეგონო ბედს მუდამ ფხიზლად ბოლო დროს მაინც თვალღია მძინავს. |


