კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 09:20

 

რაღაც უცნაური, ჯერ არ დანახული,

იქნებ ჩემეული, იქნებ სულაც არა,

ახლად გაჩენილი და უკვე მარხული,

გრძნობა მოვიდა და ძველი გადაფარა.


ოი, შემაშინა ჩემმა ურწმუნობამ,

ჩვენ ხომ სიყვარულით გვიპყრია სადავე.

მერე გამახსენდა სიტყვა "უგულობა"

და ფიქრში ოცნება კვლავ გავასადავე.


ცრემლი ტირილამდე სადღაც დამეკარგა,

თვალებიც გალახა მშრალად დანამული.

ხელში წინაპრების სისხლით დამექარგა,

ბებიის საფლავი, მიწა და მამული.


ახლა ხელოვნური ღიმილით დავდივარ,

პირჯვარს გადავიწერ ნათხოვარ ხელებით.

ატლასის ლოგინშიც გულაღმა ვაგდივარ,

ვეღარ ვიხიბლები მზით განახელები,


რადგან უცნაური, ჯერ არ დანახული,

გრძნობა მეპარება ალერსის ბაღიდან.

რა ვქნა, გამახსენდა სევდა დამარხული

და მივხვდი, წამება წამებად არ ღირდა.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნანა ცინცაძე  • • •   ნანა ცინცაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen