|
ნუშმა იმრუშა მდიდარ აპრილთან და უკანონო ეყოლა კვირტი. ჭერამი იცვამს პერანგს ყვავილთა ატამს გაუბა ნიავმა ფლირტი.
ვაშლის ტოტებზე დახტის ბეღურა, ტირიფმა ხშირი მოუშვა წვერი, ალუჩას ქუდად ნისლი ეხურა.
მზემ ხელის გულზე შინდი დაისვა. თუთას დააჯდა პეპელა ფრთხილი და ბაღმა ჩუმად გაიმაისა...
|


