|
ამაღამ ისევ ძველ სიზმრებს ვნახავ, - ჭინჭრის ღერივით მწველსა და მსუსხავს, ვისაც ვეძებდი, თითქოს ის არ ხარ, მაინც რატომღაც გელტვი და მსურხარ.
ღრუბლები ქართლის ზეცას კაფავენ, თუკი ვიცოცხლე, დავრჩები შენთან, აქ წავყრი ამ გულს ლაგამ-სადავეს.
აგიხდენ ყველა ნატვრას და სურვილს, მე თვით სიკვდილიც მინდა ისეთი, რომ შენს მუხლებთან ამომხდეს სული.
და თავბრუს მახვევს სურნელი ვარდის... და არაგვიდან წამოსული მზე შენს ულამაზეს თვალებში ჩადის. |
| პოეზიის გვერდი • • • |


