კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 23:37

 

რა ჯადოქრობამ შესძრა პირველად

სული კაცისა - სიმღერის ფესვი?

მზემ, გაზაფხულმა, სევდამ, ფრინველმა

აღმოაჩინეს მის ფსკერზე ლექსი.


ტყემ, დედამიწამ, თეთრმა ღრუბელმა,

ცის კაბადონზე რომ არ ჰყავს მწყემსი,

ქარმა, ზღვიდან რომ წამოუბერა, -

ააშრიალეს გრიგალში ლექსი.


ქარმა, ღიმილმა, ბრძოლამ, ძიებამ,

მდუღარე ლოცვამ, ცასაც რომ ესმის,

აღთქმამ, იმედმა, მონანიებამ, -

ჩირაღდანივით აანთეს ლექსი.


წყენამ, ტკივილმა, მხნეობამ, რწმენამ,

რომელსაც ჰქვია სიკეთის თესლი,

ბულბულთა სტვენამ და დედაენამ, -

ერთად გვაჩუქეს უკვდავი ლექსი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ხუტა ბერულავა  • • •   ხუტა ბერულავას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen