მთარგმნელი: დავით წერედიანი
|
გადანისლავ ტყეს და ბუჩქებს გამჭვირვალე ნისლით, უმალ დამხსნი ქვეყნის ტრიალს, სიზმრად გადამისვრი.
დახვალ თანისთანად, როგორც თვალი მეგობრისა სვესა ჩემსა დანათ.
შენი შუქის ლივლივს, სიხარულს და წუხილს შორის მარტოდმარტო ვივლი.
გნიასსა და ყავყავს, ვისაც მხოლოდ ერთი უყვარს და, ვინც უყვარს, თან ჰყავს.
წამისაა შვება, ვინც გვიყვარდა, რაც გვიყვარდა, გულის ძაფზე გვება.
მთა-ბარს კიდით კიდე ჩემს ჰანგებში იშრიალებ, საგალობლად იდენ,
პირქუში და ავი, თუ ციმციმით ეწვეთები გაზაფხულის ყვავილს.
ეძებს, უსმენს, ეძებს, რაც არვისგან მისაგნები ბრუნავს გულის გზებზე. |


