|
(აივაზოვსკის სურათის წინ)
მე სული ვარ შემომქმედი შეუზღუდველ სულთა თანა, სამუდამო, - როგორც ღმერთი, დაუძლევი, ვით სატანა, ყოფნამ ყოფნას უკვდავება უხილავად დაატანა, თქვენ, მიწაზე, უკვდავება გიკვირთ განა, შეგშურთ განა?
სიბნელისგან მზის შუქს გავყოფ ოქროსფერად ანამძივებს, ერთის სუნთქვით დედამიწას გადავაფრქვევ ნაზ ყვავილებს. მთას გრიგალი დაუბერავს, ააკვნესებს, ააკივლებს...
უხილავი გაგახარებს, უხილავი აგაკვნესებს. დედამიწავ! სული არის შეუზღუდველ სულთა თანა, სამუდამო, როგორც ღმერთი, გაბედული, ვით სატანა. |


