|
მაღალ სართულში როიალის ხმას აჰყვა ქალის ხმა მშვიდი და ნელი... მივჰყავარ ფიქრებს... აგერ ქვითინით მისწყდა აკორდი უკანასკნელი.
დაჰქრის, სისინებს ნიავი გრილი, ცაცხვი ირხევა მთვარის ნათელით მოთეთრებული და მოვერცხლილი.
ბედნიერებას? ოჰ, არა, არა! სიყვარულს? - განა ამ სიყვარულმა მე ოცნება არ დამისამარა? -
და დამავიწყოს გულის ღრმა წყლული, ეს კი არ არის ბედნიერება, არც მეგობრობა, არც სიყვარული.
სიცოცხლის ძგერა იდუმლად ჰქრება, მის დავიწყებას დავეძებ მარად, და არსად არის ეგ დავიწყება.
დაჰქრის, სისინებს ნიავი გრილი, ცაცხვი ირხევა მთვარის ნათელით მოთეთრებული და მოვერცხლილი! |


