|
შუაღამისას მუზა ფრენდა ცისა სივრცეზე, ვარსკვლავთ მანტია დახვეოდა ტიტველა მკერდზე, მთვარე თავს ხრიდა იმის ნარნარ, მწუხარე ხმებზე, სევდა-ნაღველი სრიალებდა მის ნაზს სახეზე.
ქვეყნის სვე-ბედში, ქვეყნის მკერდზე დაობლებული; ყრმა მგოსნის სული, ჯერ ისევე გადუფურჩქვნელი, მოსწყდა ქვეყანას, როგორც ხის ტოტს ნაზი ფურცელი.
როგორც აჩრდილი, როგორც ცისა ტკბილი სიზმარი, ყრმა მგოსანს ჩანგი ხელში ეპყრა აკვნესებული და არ იცოდა, ქვეყნად ვისთვის ეძღვნა ის ქნარი... |


