|
ფანჯრიდან მთვარის მოსჩანს გულმკერდი, სახეზე დამთრთის მკრთალი ნათელი, აჰა, გაისმა მუსიკა წყნარი, გრძნობის მხიბლავი, დამტკბობ-დამწველი.
ეჰ, გასკდი გულო და გადმოღვარე, რაც მარტოობით მოგროვილია შენში გლოვა და ბალღამი მწარე!...
მეგობარს ველი, ის კი არსად სჩანს, მაშ, რა გაალხობს ჩემს მწუხარებას, რა გაანელებს ჩემს ღრმა კაეშანს?
მწვდება, ვით შხამი, ვითა ნაღველი, იზრდება ჰანგი, იზრდება სევდაც, სულის მწამლველი, გულის მდაგველი... |
| პოეზიის გვერდი • • • |


