|
როცა ოცნებას მოვაცლი არტახს და მისი ქროლა ვარდებს მიმოშლის, როცა გავხედავ იდუმალ პარტახს, რომელიც სევდით ჰკლავდა ნინოშვილს,
მთლად უბედურის, სუსტის და მორცხვის, გაპარტახება, გაპარტახება, გაპარტახება სულის და ხორცის.
ო, ეზოვ, სადაც მსხვერპლია ქალი, არ შემიძლია ვიდგე შენს ახლო და ცრემლებით არ ამევსოს თვალი.
საშინელია შენი ჩარდახი... არ შემიძლია რითმე გიშველო და გულიც ლამის გახდეს პარტახი. |
| პოეზიის გვერდი • • • |


